მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა შეიძლება ძალიან ბევრ რამეს მოიცავდეს. გვბრალდება დასავლური კურსის წინააღმდეგ მოძრაობა და არა მგონია, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ისეთ პროდასავლურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამ ბრალდების ატანა შეეძლოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ბრიუსელის შეხვედრებმა ყველას აჩვენა, რამდენად ერთმნიშვნელოვანი გამოსავალია შეთანხმება და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ვინაიდან პასუხისმგებლობა ამ მოლაპარაკების ჩაშლაზე შეიძლება ძალიან ბევრ რამეს მოიცავდეს. გვბრალდება დასავლეთის კურსის წინააღმდეგ მოძრაობა. არა მგონია, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ისეთ პროდასავლურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამ ბრალდების ატანა შეეძლოთ. პირველი შეხვედრა დანიელსონმა ასე დაიწყო - ეს პოლარიზაცია მხოლოდ ერთი მეზობლის ინტერესში შეიძლება შედიოდესო, და მიგვითითა, რომ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც ამის ფუფუნება არ გვაქვს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.