საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 27 167 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 27 167 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 382 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 067-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.34%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 006-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 665 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 199 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 370, საიდანაც: 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 716, აჭარაში - 145, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 268 პირი, მათ შორის, თბილისში - 126, აჭარაში - 19, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 53, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 20.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 677 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 339 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 617 პირი, აჭარაში - 352, იმერეთში - 728.