შალვა პაპუაშვილი: ეს არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი მეთოდი - ქვეყნის მძევლად აყვანა და შემდეგ პირობების დაყენება

შალვა პაპუაშვილი: ეს არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი მეთოდი - ქვეყნის მძევლად აყვანა და შემდეგ პირობების დაყენება

თუ საკუთარ თავს მოატყუებენ, რომ მართლმსაჯულების გამოწვევა იყო კანონიერი და ამაზე პროკურატურის პასუხი - უკანონობა, შემდეგ კვლავ ისეთი რამ დაემართებათ, როგორიც დაემართათ დღეს, თითქოს დღეს პირველად გაიგეს, რომ არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„2012 წლიდან მოყოლებული გვახსოვს, როგორ მიმდინარეობდა ციხიდან იმ პოლიტიკოსების დახსნის კამპანია, რომლებიც სასამართლომ კონკრეტული დანაშაულების გამო გაასამართლა. დაახლოებით, ამასთან გვაქვს ახლაც საქმე. ყველამ რომ გულში ჩაიხედოს, ხომ კარგად ხვდება ყველა, რომ საზოგადოების თვალწინ ხდებოდა სამაჯურის გადაგდებაც და „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“? თუ საკუთარ თავს მოატყუებენ, რომ მართლმსაჯულების გამოწვევა იყო კანონიერი და ამაზე პასუხი - უკანონობა, შემდეგ კვლავ ისეთი რამ დაემართებათ, როგორიც დაემართათ დღეს, თითქოს დღეს პირველად გაიგეს, რომ არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. ამაში ახალი არაფერია. ეს არის ოპონენტების ერთ-ერთი მეთოდი, ქვეყნის მძევლად აყვანა და შემდეგ პირობების დაყენება, რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.