დავით ქართველიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ ისინი ხელახალი არჩევნების საჭიროებას ხედავენ

დავით ქართველიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ ისინი ხელახალი არჩევნების საჭიროებას ხედავენ

როდესაც 9 წლის განმავლობაში დემოკრატიასა და პროდასავლურ ფასეულობებს ნერგავდნენ ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა, ზურაბ ადეიშვილი და სხვები, თანამონაწილედ მიმაჩნია ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიჩუმე იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატია რეალურად ინგრეოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორების არნახული, უპრეცედენტო ჩართულობა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, დაწყებული ფასილიტაციით, გაგრძელებული მედიაციით, შემდეგი ეტაპი ალბათ მედიტაციაში გადასვლა და საერთაშორისო ექსტრასენსების ჩართვა, იმიტომ რომ ლოგიკური პასუხი თქვენს კითხვებზე შეიძლება არც მქონდეს. როდესაც 9 წლის განმავლობაში დემოკრატიასა და პროდასავლურ ფასეულობებს ნერგავდნენ ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა, ზურაბ ადეიშვილი და სხვები, თანამონაწილედ მიმაჩნია ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიჩუმე იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატია რეალურად ინგრეოდა. რა თავისუფლებების დაცვაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ სიტყვა „თავისუფლება“ იქცა პოლიტიკური ლინგვისტიკის მსჯელობის საგნად? თუ არჩევნებზე თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნები თავისუფალი იყო? ამიტომ საინტერესოა უკვე არა ის, თუ რა თქვეს ევროპელმა პარტნიორებმა, არამედ ის, რაც არ თქვეს. მათ ცალსახად არ თქვეს, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. არ თქვეს, რომ ხელახალი არჩევნების საჭიროებას ხედავენ. არ თქვეს, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები, მაშინ როდესაც 2013 წლის იანვრამდე ქართულ ციხეებში ასობით პოლიტპატიმარი იყო და არავინ ხმას არ იღებდა. 2012 წლის აპრილში პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ომბუდსმენი გიორგი ტუღუში და სიტყვა არ უთქვამს პოლიტპატიმრებზე. როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამაზე, მან გასცა ძალიან საინტერესო პასუხი: კანონით პოლიტპატიმრების თემა ომბუდსმენის მიერ განსახილველი საკითხების სიაში არ შედის. დღევანდელი სახალხო დამცველის სფეროში ეს თემა საიდან შემოვიდა?“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.