ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მხარი უნდა ავუბათ იმაში, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და სტაბილური განვითარება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა ხელისუფლებაში დაბრუნება და რევანშია.
„მრავალპარტიული პარლამენტისთვის ჩვენ ნაბიჯები გადავდგით, 1%-იანი საარჩევნო ბარიერი შემოვიღეთ, 9 სუბიექტი პარლამენტში ავირჩიეთ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“მათ პარლამენტში არ უშვებს. თუმცა, ახლა ამ მოლაპარაკებათა შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ მით უფრო, ბრიუსელში გაკეთებული მნიშვნელოვანი განცხადებების შემდეგ, მიიღონ გადაწყვეტილება და პარლამენტში შევიდნენ.
თუ საგამოძიებო კომისიით დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა, 1%-იან ცდომილებაზეა საუბარი, გვექნება რიგგარეშე არჩევნები და რა საჭიროა, ამდენი ბრძოლა?!“, - განაცხადა ბოჟაძემ.