ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიკური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიკური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიკური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული, რომ ფიზიკური დისტანცია და განსხვავებები შემცირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის მეტი შესაძლებლობა სჭირდება.

„შემდეგი ნაბიჯი ჩვენთვის ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება. საქართველო არის ევროკავშირის კარიბჭე და ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი. ჩვენ ევროპასა და აზიას შორის კავშირს უზრუნველვყოფთ. ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.