ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დასაბუთებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმებზე უფრო, - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მღვდელმთავრებს.
„იცით რა რთული პერიოდი გვქონდა - წინასააღდგომო პერიოდი, აღდგომა, აღდგომის შემდგომი პერიოდი და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ და ამიტომ გთხოვთ, რომ თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში ძლიერი იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.