ჟოზეფ ბორელი: ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან და ეძებოს კომპრომისები

ჟოზეფ ბორელი: ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან და ეძებოს კომპრომისები

პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან და ეძებოს კომპრომისები, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა აყენებდეს მოქალაქეთა ინტერესებს პირველ ადგილზე. ყველა პარტიამ საერთო საფუძველზე უნდა იმუშაოს. მთავრობამ უნდა გამოიჩინოს კლასიკური ლიდერობა და იგრძნოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან და ეძებოს კომპრომისები“, - განაცხადა ბორელმა.