ჟოზეფ ბორელი შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე: ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი

ჟოზეფ ბორელი შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე: ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი

ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება შექმნილ სიტუაციაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, რასაც ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს უწოდებს, ბორელმა განაცხადა, რომ ეუთოს შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო.

„ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ან რა ჩატარდება საქართველოში. ეუთოს მიაჩნია, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“, - განაცხადა ბორელმა.