ჟოზეფ ბორელი: მივესალმებით, რომ საქართველომ კოვაქსიდან ​დახმარება მიიღო - დახმარების სახით, ევროკავშირიდან უფრო მეტი იქნება

ჟოზეფ ბორელი: მივესალმებით, რომ საქართველომ კოვაქსიდან ​დახმარება მიიღო - დახმარების სახით, ევროკავშირიდან უფრო მეტი იქნება

ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები და ჩვენი ფართომასშტაბიანი აცრების შეთანხმება, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი ასევე იყო ამჟამინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„როგორც ევროკომისარმა ბრძანა და კარგად იცის, საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მივესალმებით, რომ საქართველომ კოვაქსიდან ​დახმარება მიიღო, დახმარების სახით, ევროკავშირიდან უფრო მეტი იქნება. ჩვენ გვინდა, რომ ხავერდოვნად გაიაროს ქვეყანამ ეს სიტუაცია და მდგრად მდგომარეობას მიაღწიოს, აღდგეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.