ანრი ოხანაშვილი: ბურჯანაძის გარდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი სხვა პოლიტიკური სუბიექტი ზის, რომელსაც შეიძლება, უფრო მჭიდრო ინტერესები აკავშირებდეს ოკუპანტ ქვეყანასთან

ანრი ოხანაშვილი: ბურჯანაძის გარდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი სხვა პოლიტიკური სუბიექტი ზის, რომელსაც შეიძლება, უფრო მჭიდრო ინტერესები აკავშირებდეს ოკუპანტ ქვეყანასთან

ნინო ბურჯანაძის გარდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი სხვა პოლიტიკური სუბიექტი ზის, რომელთაც შეიძლება, კიდევ უფრო მჭიდრო ინტერესები აკავშირებდეთ ოკუპანტ ქვეყანასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია, რომ არ არის ახალი ეს პოზიცია, განწყობა, დამოკიდებულებები. ამ განწყობებს არც მალავდა ბურჯანაძე და ფაქტია, რომ არც ახლა მალავს. ეს მათ უნდა გადაწყვიტონ, ვისთან ერთადაც მოიაზრებიან ისინი. უნდა გადაწყვიტონ, აქვთ თუ არა საერთო ღირებულებები.

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც დამოუკიდებლად მართავს ქვეყანას და რომლის მთავარი ამოცანაც არის უკეთესი ხვალინდელი დღე. იქით მხარეს რა ღირებულებები აერთიანებთ, ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, არიან ისინი საერთო ამ ღირებულებებში, თუ არა. ბევრი სხვა პოლიტიკური სუბიექტი ზის იმ მაგიდასთან, ბურჯანაძის გარდა, რომელთაც შეიძლება, კიდევ უფრო მჭიდრო ინტერესები აკავშირებდეთ ოკუპანტ ქვეყანასთან. როდესც პროდასავლურობაზე საუბრობენ, შეეკითხეთ მათ გაკეთებულ განცხადებებსა და კავშირებზე ოკუპანტ ქვეყანასთან. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.