გიორგი ვოლსკი: პოზიციები და დაძაბულობა, რაც არსებობდა, რასაკვირველია ვერსად წავა

გიორგი ვოლსკი: პოზიციები და დაძაბულობა, რაც არსებობდა, რასაკვირველია ვერსად წავა

ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაციებია და არ დავიჯეროთ. ის პოზიციები და დაძაბულობა რაც არსებობდა, რასაკვირველია ვერსად წავა. ოპოზიციის ბრალია თუ უმრავლესობის, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ვინაიდან არსებობს ძალიან აშკარა პოზიციები ერთი და მეორე მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნოს.

„არამგონია, რომ საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა მთავარი თემა არ აიღონ დღის წესრიგში სამუშაოდ, ეს არის შეთანხმება იმისათვის, რომ სტაბილიზაცია მოხდეს და გავითვალისწინოთ საზოგადოების ინტერესები, როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან. მთავარი თემა არის არჩევნები, გაყალბდა თუ არ გაყალბდა არჩევნები და ამაზე მთელმა მსოფლიომ გასცა პასუხი - არჩევნები იყო კონკურენტული და იმ გადაცდომებმა შედეგებზე გავლენა არ იქონია, ეს არის ამოსავალი წერტილი. ამასთან დაკავშირებით პოზიციები არსად არ დაიკარგება. არც ერთი, არც მეორე მხარე არ შეცვლის თავის პოზიციას, მთავარია, რომ ამ ვითარებიდან გამომდინარე ოპტიმალური გადაწყვეტილებები ვიპოვოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.