ოპოზიციის დიდი ნაწილი შეხვედრებიდან არა თუ დეტალებს ამხელს, არამედ ამ დეტალების შესახებ ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„სამი დღე მმართველი გუნდი ბოდიშებს უხდის საზოგადოებას იმისთვის, რომ რაღაც დეტალებზე ვერ ელაპარაკება და ეს ობიექტური რეალობიდან გამოდის, რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან ასეთი პირობაა დადებული. ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ვხედავთ, არა თუ დეტალების მოყოლას, არამედ ამ დეტალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას აქვს ადგილი შეგნებულად და მე მგონი, ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.