რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან საუბარი აუცილებელია.
„ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მე ვიცი, რომ რუსეთში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ნამდვილად არის ვლადიმერ პუტინი. თუ საქართველოში მოსახლეობას სურს, ნამდვილად შეცვალოს რუსულ-ქართული პოლიტიკა, მაშინ უნდა ისაუბრონ იმ ადამიანთან, ვისაც ნამდვილად შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.