იმედი გვაქვს, ჩვენი მეგობრების ჩართულობა შედეგს მოიტანს და ეს ვადამდელი არჩევნებია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „რუსთავი 2“-თან განაცხადა.
„კონკრეტულად სად ვართ ამ მოლაპარაკების დროს, ბუნებრივია, ჩვენი მეგობრების თხოვნით ამ წუთას ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ეს არის პროცესი. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობრების ჩართულობა ამ რეზულტატს მოიტანს, რაც იქნება გამოსავალი ჩვენი საზოგადოებისთვის მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან და ეს არის ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.
2 მიზეზით არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები: 1.თქვენს გარდა, არც ერთი ორგანიზაცია არ ადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა; 2.რომ ჩატარდეს და თქვენ ისევ წააგოთ, ისევ თავიდან დაიწყებთ ყველაფერს და, როდემდე?! სანამ თქვენ არ მოხვალთ უმრავლესობით?
არ მოხდება ეგ და გინდა კარვები გაშალეთ რუსთაველზე, გინდა სინათლის ბოძებზე დაეკიდეთ დავდაღმა, კოალებივით!