გვაქვს სრული მჭიდრო კოორდინაცია პრემიერ-მინისტრთან, რათა ერთად გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც დიალოგს უკავშირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ დისტანციურ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და მას აქვს შეხვედრები შარლ მიშელთან. ჩვენ აქ გვაქვს შეხვედრები შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სრული მჭიდრო კოორდინაცია პრემიერ-მინისტრთან, რათა ერთად გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომლებიც დიალოგს უკავშირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.