„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი არის აღიარებული კრიმინალი რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ოპოზიციის ლიდერები დამნაშავეები არიან.
„ნიკა მელია, რომელსაც აქვს მსჯავრი კონკრეტულ დანაშაულზე, ის აკოტრებდა კერძო ბანკს, უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მილიონი და ამისთვის აქვს შეფარდებული სასჯელი.
ეს ლიდერები, რომლებიც ხალხის ფულს იპარავდნენ, აწამებდნენ ადამიანებს, არიან დამნაშავეები და მათი დანაშაული არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ და ვერცერთი მათგანი ვერ ბედავს სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი არიან აღიარებული დამნაშავეები, თუმცა რჩებიან პოლიტიკაში, რაც ქართული პოლიტიკისთვის არის სისტემური პრობლემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.