„იგივე საკითხი, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდასთან ვიხილავდით გუშინ, დღეს ოპოზიციისთვის გაუარესებული აღმოჩნდა, - ეს განცხადება, „რუსთავი2“-ის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.
„ყველა საკითხი, რომელზეც აქამდე ვმსჯელობდით, მაგიდაზე იდო და გუშინ ვიხილავდით ამ საკითხებს. დღეს ზუსტად იგივე საკითხი, რომელიც განვიხილეთ, ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით ჩემთვის, აშკარად გაუარესებული იყო გუშინდელ დოკუმენტთან შედარებით. რაც მაძლევდა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ოპოზიციამ რა გავაფუჭეთ ერთ დღეში ისეთი, რომ მივიღეთ გაუარესებული წინადადება?“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვლმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.