ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან აბსოლუტურად კონსტრუქციულია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, რასაც ოპოზიცია თავიდანვე ითხოვდა, რომ არჩევნები გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, უსაფუძვლოა.
„ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან აბსოლუტურად კონსტრუქციულია, იძლევა ყველაზე კარგ საშუალებას იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება, თუ მეორე მხარეს ოდნავ მაინც აქვს შეთანხმებაზე წამოსვლის სურვილი. მოლაპარაკებების საგანი კომპრომისია, ამიტომ მოთხოვნაზე გაჩერება ნიშნავს, რომ არ გინდა მოლაპარაკებებით მიიღო კონკრეტული შედეგი, რაც ქვეყნის ინტერესებშია. ის, რასაც ოპოზიცია თავიდანვე ითხოვდა, რომ არჩევნები გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა დავნიშნოთ, უსაფუძვლოა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.