ბიძინა კულუმბეგოვი: ნებისმიერი წამალი იმდენ ალერგიას იწვევს, ვერცერთი ვაქცინა მასთან ვერ მივა

ბიძინა კულუმბეგოვი: ნებისმიერი წამალი იმდენ ალერგიას იწვევს, ვერცერთი ვაქცინა მასთან ვერ მივა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დღეს უფრო მეტი სარგებელი აქვს და გადაწონის ყველა იმ შესაძლო პოტენციურ რისკს, რაც შეიძლება მასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ვაქცინაციაზე ორი აზრი არ არსებობს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას რაღაც რისკზე მივდივართ ხოლმე. ზოგიერთი პრეპარატი იმდენ ალერგიასა და მძიმე გართულებას იძლევა, ვერცერთი ვაქცინა მასთან ვერ მოდის. თუ ერთდროულად ბევრი ადამიანი დავლევთ ბისეპტოლს, ანალგინს - ჩვენგან რამდენიმეს მაინც ექნება გვერდითი მოვლენა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.