კრისტიან დანიელსონი: არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები

კრისტიან დანიელსონი: არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.

„ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი“, - განაცხადა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.