ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა, ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება. საჭიროა, რომ მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება, - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა რუსთავი 2-თან საუბრისას.
მისივე განცხადებით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათ აქვთ განზრახვა, მიაღწიონ წარმატებას.
„ახალი არჩევნები ან არაფერი" პრინციპი – ასეთი რამ მიუღებელია. პარლამენტშია საჭირო ხელსაწყოების გამოყენება. პრემიერისგან ველი, რომ გამოიყენებს ნაკლებად პოლარიზებულ და რადიკალურ რიტორიკას. ეს მის ინტერესშია, რათა ვითარება განმუხტონ,“- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრიუს კუბილიუსი და განაცხადა: „თუ მხარეები ვერ გადაწყვეტენ პრობლემებს, თაობები იკითხავენ, რატომ გაუშვა ხელიდან ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების შანსი“.