დავით სერგეენკო: ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა - „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო

დავით სერგეენკო: ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა - „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყებით, უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის.

მისივე განცხადებით, „ასტრაზენეკა“ დადასტურებულად უსაფრთხოა, მას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ და აღნიშნული ვაქცინით უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი.

„ის შემთხვევა, რის გამოც დანიაში, ავსტრიასა და რამდენიმე ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში შესასწავლად შეჩერდა პროცესი, დასკვნა გუშინწინ დაიდო. ითქვა, რომ ეს გართულებები და ერთი ფატალური შემთხვევა კავშირში არ არის ვაქცინაციასთან. ჯერჯერობით ვაქცინაცია არის ერთადერთი ეფექტური საშუალება პანდემიასთან ბრძოლის. ყველას ვთხოვ, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ყველამ უნდა გაიკეთოს", - განაცხად დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.