კარგია, რომ კრისტიან დანიელსონმა იფიქრა, რომ შეთანხმება შესაძლებელია და ოპოზიციის მხრიდან ღიად დატოვებული საკითხების შესათანხმებლად, შეხვედრას აგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ყველა ჩვენი შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ისეთი შეთანხმება, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი შეთანხმებისთვის ვართ მზად. იმედია, ჩვენს მედიატორსა და პროცესის ყველა მონაწილეს წარმატებული დღე გვექნება და შეთანხმება შედგება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს.