ლევან იოსელიანი: მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა დევს მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის ვადამდელ არჩევნებზე გადაყოლება არასწორია

ლევან იოსელიანი: მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა დევს მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის ვადამდელ არჩევნებზე გადაყოლება არასწორია

ბატონი დანიელსონის საქართველოში დარჩენა და მის მიერ მედიაციის გაგრძელება მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ პროცესს, საბოლოოდ, ბოლომდე მიიყვანს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პოზიტიური ამბავია, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ბატონი დანიელსონი, სავარაუდოდ, რჩება პროცესის ბოლომდე მიყვანამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა დევს მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის ერთჯერად, ვადამდელ არჩევნებზე გადაყოლება არასწორია. ეს ჩვენს ქვეყანას ავნებს. რიგგარეშე არჩევნები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სასამართლოს რეფორმირება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღე დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. ამჯერად ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.