რამდენი ადამიანია ამ დროისთვის დარეგისტრირებული კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის დარეგისტრირებული კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად

„ასტრაზენეკა” დროებით შეაჩერა რამდენიმე ქვეყანამ, რათა კვლევები კიდევ მეტად აწარმოონ. მაგრამ თვითონ მთავარმა მარეგულირებლებმა, როგორიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო, უკვე დადეს დასკვნები, რომ ეს გართულებები არ იყო დაკავშირებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ადმინისტრირებასთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩასატარებლად 2 121 ადამიანია დარეგისტრირებული.

„დასაწყისისთვის არაუშავს, მაგრამ გვინდა უფრო მეტი. იმისთვის, რომ კიდევ ბევრი ადამიანი აიცრას, მედიასთან ერთად საინფორმაციო კამპანია უნდა ვაწარმოოთ და რაც შეიძლება მეტი საუბარია საჭირო ჩვენს კოლეგებთან, რომ მათ მისცენ მაგალითი საზოგადოებას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.