გიგა ბოკერია: გონივრული კომპრომისით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება გვინდა

გიგა ბოკერია: გონივრული კომპრომისით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება გვინდა

ჩვენი ამოცანა არის იგივე, რაც იყო. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება გვინდა - გონივრული კომპრომისით, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება კითხვას, არსებობს თუ არა ამის გარანტია; ვინ შეიძლება რომ ამის გარანტია მოგვცეს? მე შემიძლია, მოგცეთ გარანტია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. მოწადინებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს.