შეთავაზებებს, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მას შეთანხმებაუნარიანი ვუწოდოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიცია იმთავითვე არ იყო კონსტრუქციული და ეს მოცემულობა ახლაც გრძელდება. სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ მთავარია, ოპოზიციის განწყობა შეთანხმების მიღწევაზე იყოს ორიენტირებული.
„ის, თუ რა არის მოლაპაკებების პირობები და რა შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი, ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. რაც შეეხება ინიციატივას იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს, იმედი მაქვს, რომ ეს შედეგიანი აღმოჩნდება და რეალური ნაბიჯები გადაიდგმება ოპოზიციის მხრიდან, რომ პროცესი შედეგიანი აღმოჩნდეს. მთავარია, ოპოზიციის განწყობა შეთანხმების მიღწევაზე იყოს ორიენტირებული. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციას მიაწვდის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროპელ კოლეგებს, ალბათ, ეს იქნება ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და იმ გარემოებების შესახებ, რაც მისი ხედვით, შესაძლოა, შეთანხმების პროცესს აბრკოლებდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.