გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, რომ დღის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის

გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, რომ დღის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის

მე იმედი მაქვს, რომ დღის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოჩნდა მოლაპარაკების შეფერხების თუ არა ჩაშლის მცდელობა.

„მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს, არის რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების არ გამოშვების საკითხი, მაგრამ გუშინ მე დავინახე „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკების შეფერხების, როგორც მინიმუმ, თუ არა ჩაშლის მცდელობა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ უძლებენ ამ ფსიქოლოგიურ სტრესს, რაშიც ახლა არიან საქართველოში. ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ წავიდეთ შეთანხმების გზით. დღეს მოვისმენთ, რა არის სიახლე ამ საკითხთან დაკავშირებით, მოვისმენთ ამ ყველაფერს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვიღებთ გადაწყვეტილებას უკვე დღეს. მე იმედი მაქვს, რომ დღის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

მე მაქვს იმედი ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ შეთანხმება უნდა შედგეს დროულად, რათა პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს ქვეყანა და საქართველო მზად იყოს იმ რეგიონალური, ეკონომიკური და კორონავირუსის გამოწვევებისთვის, რაც ზოგადად ქვეყანას აქვს. ამისთვის არიან აქ, ამიტომაც გახანგრძლივდა ერთი დღით ეს ვიზიტი და ვფიქრობთ, რომ გარკევულ შეთანხმებამდე მივალთ,“- განაცხადა ვაშაძემ.