მარინა ენდელაძე: მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ - ვაქცინა არაა მავნე, ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი

მარინა ენდელაძე: მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ - ვაქცინა არაა მავნე, ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი

ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კოლეგებს და მოსახლეობას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„გილოცავთ, რომ ვაქცინაცია დაიწყო. ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ვაქცინა შემოვიდა და იმედია მასობრივად შემოვა და მოსახლეობის 60% წლის ბოლოსთვის აცრილი იქნება. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციას, უნდა ავიცრათ. მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს, მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ. ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი“, - აღნიშნა მან.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.