თანასოფლელები მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს პოლიტიკური შეხედულებების გამო ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

თანასოფლელები მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს პოლიტიკური შეხედულებების გამო ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

„იმედის კვირა“ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, დავით ჯიმშიტაშვილის თანასოფლელებს შეხვდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჯიმშიტაშვილი მათ პოლიტიკური შეხედულებების გამო ფიზიკურად უსწორდება.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 5 მარტს მოხდა. თიანეთის ავტოსადგურთან ჯიმშიტაშვილი თანასოფლელ თენგიზ თათარაშვილს შეხვდა. ავტოსადგურის კამერამ დააფიქსირა თუ როგოც სცემა ჯიმშიტაშვილმა თათარაშვილი. დაზარალებული დარწმუნებულია რომ დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ თათარაშვილი და მისი ოჯახი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. მას შემდეგ კი რაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა, მისმა მხარდამჭერებმა ბრძოლის სხვა მეთოდებს მიმართეს.

სააკაშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით თიანეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე თანასოფლელი სცემა. ერთ-ერთი მათგანი გოჩა მოსიაშვილია. 29 იანვარს ჯიმშიტაშვილმა გოჩა მოსიაშვილს დაურეკა, კონკრეტულ ადგილზე დაიბარა და სცემა. სასამართლომ გოჩა მოსიაშვილი დაზარალებულად სცნო. მოსიაშვილიც მისი ცემის ფაქტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.