დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე შენდობის წესს აღავლენს.
„5 საათზე მსახურება დაიწყება და 6 საათზე მის უწმინდესობას ველოდებით და ჩატარდება შენდობის წესი. ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს, მისი უწმინდესობაც ყოველ დიდმარხვის წინა დღეს მობრძანდება და შეასრულებს ამ შენდობის წესს“, - ამის შესახებ Imedinews-ს სამების საკათედრო ტაძრის წარმომადგენელმა განუცხადა.