მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, გადასაწყვეტია საკითხი, როგორ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე - ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, გადასაწყვეტია საკითხი, როგორ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე - ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე

ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, ახლა გადასაწყვეტია საკითხი, როგორ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე - პლებისციტი ამ არჩევნებამდე მისასვლელი გზაა, - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

“მგონი, ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე იმიტომ, რომ ქვეყანას მეტი კომპრომისის საშუალება აღარ აქვს. ამაზე მეტი კომპრომისი არ არსებობს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვკითხოთ თუ რა უნდათ მათ“, - განაცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის კიდეც ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე იმისთვის მოვიდნენ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ.

“ჩვენი შეთავაზება დიდი ხანია გაკეთებულია“, - დასძინა ჯაფარიძემ დანიელსონთან შეხვედრის წინ.