„ჩვენ გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ.
„ქართული ოცნება“ სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის მზადაა. ამ დიალოგში ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ორმა მილიონმა მისცა ხმას სხვადასხვა პარტიას.
ჩვენ ასევე ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას.
ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული რეფორმები გაატარა და რასაკვირველია, თუ ვინმეს სურს, პირველ რიგში ჩვენ გვსურს, ამ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს სტაბილური და ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ზიზღი, ურთიერთდაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, მშვიდობიანი განაწილება საქმის იქნება შესაძლებელი.
ამ დიალოგში მოგვეცა როგორც ხელისუფლებას მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები და საჭიროებები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთი რამ არის ცალსახა - ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს.“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.