ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ შეიძლება, რომ ასეთი მარტივი საკითხებიდან ვიღაცამ სპეკულაციები გამოაცხოს

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: არ შეიძლება, რომ ასეთი მარტივი საკითხებიდან ვიღაცამ სპეკულაციები გამოაცხოს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია იქამდე მსჯელობდა ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ, ვიდრე ამას სასამართლო გადაწყვეტდა და თავად ცდილობდა მისი ბედის გადაწყვეტას, პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ ერთ საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა გადაწყდეს პოლიტიკოსის პატიმრობა ან გათავისუფლება. წინასწარ იმსჯელებთ, თუ არა ამაზე? პასუხი არის მარტივი: რა თქმა უნდა, იმსჯელებთ. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია. არ შეიძლება, რომ ასეთი მარტივი საკითხებიდანაც ვიღაცამ სპეკულაციები გამოაცხოს. სასამართლოს ორივე ვარიანტთან დაკავშირებით, ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ მხრიდან, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.