მამუკა მდინარაძე: ფარულ ჩანაწერებს შანტაჟისთვის, ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორისა და ზეწოლისთვის აქტიურად იყენებდნენ

მამუკა მდინარაძე: ფარულ ჩანაწერებს შანტაჟისთვის, ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორისა და ზეწოლისთვის აქტიურად იყენებდნენ

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, სპეცრაზმი კი შევიდა „იმედში“, მაგრამ სამ დღეში აღდგა მაუწყებლობაო. ეს იგივეა, ახლა მართლა რომელიმე ტელევიზიაში რომ ვინმე შევარდეს, წამოიღოს ის ტელევიზია და მერე სათავისოდ განაახლოს მაუწყებლობა და მერე, ეს წლების შემდეგ რომ გაყიდო, რა კარგი რამე გავაკეთეო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, ფარულ ჩანაწერებს შანტაჟისთვის, ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორისა და ზეწოლისთვის აქტიურად იყენებდნენ.

„ფარულ ჩანაწერებს რაც ეხება, ყიდის როგორც დაშვებულს. საჯაროდ არ გამოგვქონდა ჩანაწერებიო განაცხადა სააკაშვილმა, მართალია საჯაროდ არ გამოჰქონდათ, მაგრამ შანტაჟისთვის, ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორისა და ზეწოლისთვის აქტიურად იყენებდნენ. ეს ყველაფერი კარგად ვიცით, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. დღეს ყველაფერს ლაპარაკობენ, რაც შესაძლოა ვერც წარმოგვედგინა ვერავის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს შეაფასოს სათავისოდ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსაც თუ ვინმე ასეთი დარჩა მართლა ამ ქვეყანაში, მის პირად მხარდამჭერებსაც და მათ შორის რომელიმე ტელევიზიის რომელიღაც ურნალისტის საავტორო გადაცემაშიც იძახოს „ქართული ოცნება“ არის მოძალადე მანიაკი და „ნაცმოძრაობა“ არის დემოკრატიის შუქურა. ესეც კი შეიძლება ითქვას, მაგრამ საზოგადოება ხომ ისმენს ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში, ხალხი პასუხს სცემს ყველა მსგავს განცხადებას. არც კი შევაფასებ რამე ეპითეტით, ყველაფერი იმდენად ნათელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.