დღეს არის მცდელობა, რომ ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუ სკანდალურ აღიარებად გაიყიდოს. მე მეტ აღიარებასა და სკანდალურობას შევძენ ამ ყველაფერს. არა მხოლოდ იმ დრო, როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა არამედ, წინა დღეების განმავლობაშიც კი ვმსჯელობდით ამ თემაზე. იყო ორი ვერსია, მოსამართლე პროკურატურის მიმართვას ან დააკმაყოფილებდა ან არ დააკმაყოფილებდა. უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა ამაზე საუბარი და ეს სკანდალური აღიარება მინდა მეც დავამატო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„არასერიოზულია ამით მანიპულაცია. რა თქმა უდნა, მოლოდინი გვქონდა, რომ დააპატიმრებდნენ ნიკა მელიას. გირაო ჰქონდა ამ ადამიანს დარღვეული და ასეთი შემთხვევა პატიმრობით სრულდება. მსჯელობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ჩარევა ამ თემაში არ უნდა ყოფილიყო და აღსრულებისთვის ხელი არავის არ უდნა შეეშალა, თუ მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ასეთ მარტივ მანიპულაციებს ყველამ უნდა დავანებოთ თავი“, - განაცხადა მდინარაძემ.
კობახიძემ გუშინ, „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მელიას დაკავებაზე სასამართლოს განჩინების გამოცხადებამდე მსჯელობდნენ.