IRI უნდა წავიდეს საქართველოდან და ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან, ეს არის ამერიკის სირცხვილი და ჩვენი პრობლემა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, IRI არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში ერთ-ერთი თვალსაჩინო აქტორი იყო.
„სწორედ IRI მიეყიდა ივანიშვილის მილიარდებს. ეს ორგანიზაცია უნდა წავიდეს აქედან და უნდა ჩამოვიდნენ ახალი, გაუყიდავი მეგობრები ამერიკიდან. ეს არის ამერიკის სირცხვილი და ჩვენი პრობლემა. ამ დასკვნის გამოქვეყნება კიდევ დაფურთხებაა ქართველი ხალხის სულში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
IRI-მ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.