ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა. ესაა ორენოვანი დოკუმენტი. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ამცრელი ბრიგადები სამი ადამიანით დაკომპლექტდება. ამცრელი, ექიმი, სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე არის რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები და ყოველკვირეულად შეჯამდება ვაქცინაციის პროცესი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.