როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 13 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უმეტესად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ასევე უნალექო დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 იქნება. იწვიმებს სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +0 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღეს პროგნოზირებენ ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ახალციხეშიც. დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი გუდაურში. -3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ძლიერი ქარი იქნება ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით -5 გრადუსი იქნება, ღამე კი -11 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში კი თოვლია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4-მდე დაიწევს.

რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი. თბილისშიც ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.