ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რა შემთხვევაში არ აცრიან მოქალაქეებს კოვიდვაქცინით

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რა შემთხვევაში არ აცრიან მოქალაქეებს კოვიდვაქცინით

„ტრადიციული ვაქცინებიც ხასიათდებოდნენ ალერგიული რეაქციებით. მთავარი ალერგენები ტრადიციულ ვაქცინებშია - ტეტანუსი/დიფტერია/წითელა/წითურა და ა.შ. ვიცით კალენდარულად, რომ ესენია ძირითადად ანტიბიოტიკები, კვერცხის კომპონენტები, ასევე არის ჟელატინი და ბევრი ასეთი ნივთიერება. მსგავსი ტიპის ნივთიერება მწარმოებლებმა ვაქცინაში არ შეიყვანეს. არც „ფაიზერმა“, არც „მოდერნამ“, არც „ასტრა ზენეკამ“ და არც „ჯონსონმა“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ტრადიციული ვაქცინაციისას მილიონ შემთხვევაში, აცრისას ვლინდებოდა ერთი ანაფილაქსიური რეაქცია. „ესაა ყველაზე საშიში და რთული რეაქცია, რომელიც ძალიან სწრაფად და მწვავედ ვითარდება. შესაბამისად, ნივთიერება რომელიც არის ვაქცინებში, „პოლიეთილენგლიკოლი“ „ფაიზერში“ და „მოდერნას“ ვაქცინაში, „ასტრაზენეკაში“ „პოლისორბატი“, არის ეჭვი, რომ ამ ნივთიერებებმა გამოიწვიოს შედარებით მეტი ალერგიული რეაქცია, ვიდრე ტრადიციული ვაქცინები იწვევდა. მილიონი ადამიანი თუ აიცრება ალერგიული რეაქცია ექნება 5 ადამიანს“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ამასთან, კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში უკვე არსებობს კოვიდვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დაშვებული. „ჩვენ რამდენიმე ტრენინგი ჩავუტარეთ თბილისის ცენტრის და ქუთაისის ექიმებს, რომელთაც აცრები უნდა გააკეთონ. ამ პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანს აქვს სტანდარტული ალერგიული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, კანის და კვებითი ალერგია, შოკოლადზე, თაფლზე და ნაკბენზე ალერგია, მიუხედავად ამისა, ამ ახალი ვაქცინის გაკეთების წინაღობა არ არსებობს. ასეთი ადამიანი 30 წუთი მოიცდის იქ, სადაც ვაქცინა გაუკეთდება. თუ ცნობილია, ადამიანების ის კატეგორია, რომელთაც „პოლიეთილენგლიკოლსა“ და „პოლისორბატზე“ აქვთ რეაქცია და არ უკეთდებათ ვაქცინა, ამ ნივთიერებისაგან თავისუფალ ვაქცინას უნდა დაველოდოთ. ამ ადამიანებს, თუ ვაქცინის პირველ დოზაზე ექნებათ რეაქცია, მეორე დოზა არ გაუკეთდებათ“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.