ის განცხადებები, რაც გაკეთდა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისგან, მაგალითად, ღარიბაშვილისგან, ახლა უნდა დადასტურდეს საქმით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებების საქმით დადასტურება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებისკენ სვლა იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც შარლ მიშელმა მოხაზა საკითხების ის ნუსხა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია, ამ საკითხებზე გვქონდეს შედეგები და სწრაფად. ის განცხადებები, რაც გაკეთდა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისგან, მაგალითად, ღარიბაშვილისგან, ახლა უნდა დადასტურდეს საქმით. საქმით დადასტურებაა პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შემდეგ სვლა შეთანხმებისკენ ვადამდელ არჩევნებზე“,- აღნიშნა ბოკერიამ.