ქართული ოცნება“ ყოველთვის კონსტრუქციულად იყო განწყობილი და ადრე თუ გვიან სააშკარაოზე გამოვა, როგორი პოზიცია ჰქონდა მმართველ გუნდს მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საქართველო, როდესაც შარლ მიშელის წარმომადგენელი ჩაერთო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში. ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის სხდომა, სადაც ევროდეპუტატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ და ამ დიალოგში მიაღწიონ შედეგს. მათი მხრიდან არსებობს აღქმა, რომ ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯები შეთანხმებისკენ. ბოლო 4 თვის განმავლობაში გვქონდა ასეთი მომენტები, როცა შეთანხმების მიღწევა ჩაიშალა. ერთ-ერთი ასეთი იყო მომენტი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე გადადგა. „ქართული ოცნება“ ყოველთვის კონსტრუქციულად იყო განწყობილი და ადრე თუ გვიან სააშკარაოზე გამოვა, როგორი პოზიცია ჰქონდა მმართველ გუნდს მოლაპარაკებებზე. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო საარჩევნო რეფორმა და ერთი კვირის წინ ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონპროექტი საარჩევნო პროცედურებთან და სისტემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.