კახა კუჭავა: არსად შეჭრა არ იგეგმება

კახა კუჭავა: არსად შეჭრა არ იგეგმება

პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ მსგავსს არაფერს აპირებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ტელეკომპანია „ტვ პირველზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც უნდა სპეკულაციურად ისაუბრონ ამაზე, ფაქტია, რომ პროკურატურა ტელევიზიაში შესვლას არ აპირებს.

„წყარო არ უნდა გაითქვას, ეს არის თქვენი უფლება. ფაქტი ერთია, გუშინ მე რაც მოვისმინე, იყო საუბარი, რომ აი, ახლა უნდა შემოვარდნენ. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ არაფერ მსგავსს არ აკეთებენ. სულ ეს არის, რაც ვიცი მეც და მათი ქმედებებიც ამაზე მიუთითებს.

რაც უნდა ამაზე ვისაუბროთ, სპეკულაციურად გამოვიყენოთ, ფაქტი არის ერთი – პროკურატურის პირდაპირი განცხადებაა, რომ არ აპირებენ არაფერს. ჩემი აზრით, აღარ ღირს შესვლა იმ დეტალებში, რომელიც არ არის გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

„TV პირველი“ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს.

გენერალური პროკურატურა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიო მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.