კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, წინ კიდევ არაერთი პროექტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„მე მჯერა, რომ ჩვენ შევასრულებთ მოსახლეობის წინაშე ჩვენი გუნდის მიერ გაცემულ დაპირებებს დედაქალაქთან მიმართებით. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა, ზოგადად, არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებით, თუმცა კანდიდატებზე, რამე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა. შესაბამისად, ჯერ ძალიან ადრეა, რომ ამ საკითხზე კომენტარები გავაკეთო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, კახი კალაძეს ენდობა საზოგადოება, გამორჩეული ლიდერია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლის პოლიტიკისთვის.
მანამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისელების წინაშე და ბევრ პროექტს ახორციელებს.