კახა კუჭავა: ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას

კახა კუჭავა: ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას

ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ევროპელი მეგობრების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ეს გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, იქცეს შესაძლებლობად და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს მიაღწიოს საქართველომ. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. იქიდან გამომდინარე, რომ გვსურს, ამ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს, ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ამის შესახებ საზოგადოება ყველაფერს ახლო მომავალში გაიგებს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად რაციონალური წინადადებების მოსასმენად, მათ შორის ერთი წლის წინაც, როცა 8 მარტის შეთანხმება გავაფორმეთ და შევასრულეთ ყველა ვალდებულება“, - განაცხადა კუჭავამ.