არჩილ თალაკვაძე: იმ საკითხების ჩამონათვალშიც კი, რომლებიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში

არჩილ თალაკვაძე: იმ საკითხების ჩამონათვალშიც კი, რომლებიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში

ჩვენ მიგაჩნია, სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და იმ საკითხების ჩამონათვალშიც კი, რომლებიც ოპოზიციამ შარლ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „არა იმიტომ, რომ არ გვაქვს პასუხები და არ შეგვიძლია საუბარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ დიალოგის პროცესს და არ გვსურს, წინასაწრი განცხადებებით რაიმე დავაზიანოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.