ჩვენ გვახსოვს, რომ 2012 წლამდე ტოტალური მოსმენის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და კიდევ ერთხელ გაგვახსენეს ეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკანონო ჩანაწერები იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მთავარი ხელწერა და კიდევ ერთხელ, საკუთარი დანაშაული გამოიტანეს დღის სინათლეზე.
„ჩვენ გვახსოვს, რომ 2012 წლამდე ტოტალური მოსმენის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და კიდევ ერთხელ გაგვახსენეს ეს. თავისი ხელით, თავადვე გაგვახსენეს რა პრაქტიკა ჰქონდათ ჩამოყალიბებული 2012 წლამდე.
არ ერიდებოდნენ არც კერძო პირთა მოსმენას, არც არასრულწლოვანთა მოსმენას, უკანონო ჩანაწერები იყო მათი ხელწერა და კიდევ ერთხელ, საკუთარი დანაშაული გამოიტანეს დღის სინათლეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.