თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ძვლებში ადამიანების გადამტვრევა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, ეს არის პირველი პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ ადამიანებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რომელებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკების ჩაშლა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
„ჯერ ჩანაწერები გავრცელებული არ იყო, როდესაც უკვე დაიწყო ლაპარაკი ოპოზიციამ, რომ მათ აღარ სურდათ მოლაპარაკებების გაგრძელება., ეს მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. მათ დიალოგის წარმატებით დასრულება რომ უნდოდეთ, მაშინ განსხვავებული პოზიცია ექნებოდათ. დიალოგის დაშლა მათთვის თვითმიზანი იყო, თუმცა ეს ვერ მოახერხეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„TV პირველი“ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს.
გენერალური პროკურატურა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრელებული განცხადების თანახმად, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიო მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.