ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ანგარიშს, რა პოზიციები ჰქონდათ მხარეებს და როგორ დასრულდა საბოლოო ჯამში დიალოგი

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ანგარიშს, რა პოზიციები ჰქონდათ მხარეებს და როგორ დასრულდა საბოლოო ჯამში დიალოგი

დიალოგის დასრულებამდე, დეტალებზე კომენტარი არ გაკეთდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხდა.

„მოლაპარაკებებს განვაგრძობთ მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, ჩვენ შეგვიძლება, გავაკეთოთ კომენტარები. მანამდე არცერთ დეტალთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოება დიდი ხანია რაც პასუხს ელოდება. „რამდენიმე დღეში წარვუდგენთ საზოგადოებას დეტალურ ანგარიშს, თუ რა პოზიციები ჰქონდათ მხარეებს და როგორ დასრულდა საბოლოო ჯამში დიალოგი. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. რა თქმა უნდა, განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ, ესაა ჩვენი პოზიცია და გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“ იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნა კობახიძემ.

კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. ის უკვე შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და კარლ ჰარცელს.

დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.